Home

მე ვარ ანა!

 

ანა დაიბადა თბილისში 1994 წელს. იგი გამოირჩევა გარკვეული თავისებურობებით, კერძოდ უჭირს მეტყველება და  აქვს ქცევითი პრობლემები, გარდა ამისა გამოირჩევა ხელოვნებისადმი მიდრეკილებით. ანა ხატავს, ძერწავს და უსმენს გემოვნებიან მუსიკას. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი პლასტელინის ფიგურები, რომლებიც ადრეულ ასაკში შეიქმნა. ისინი გამოირჩევიან განსაკუთრებული სითბოთი, საოცარი პლასტიკითა და სიმეტრიით. ანას შეუძლია ფიგურების კომპოზიციური განლაგება და ფერთა შეხამება.

მოგვიანებით დაახლოებით 16-17 წლის ასაკში ანას შევასწავლეთ გობელენი, რასაც მთელი სიზუსტითა და სიფაქიზით აკეთებდა, თუმცა  არ დაინტერესებულა ამ ტექნიკით. 2015 წელს მხატვარმა ნათია ბაიდურმა შეასწავალა აბრეშუმზე მუშაობა, რაც დღემდე ძალიან კარგად გამოსდის და ძალიან უყვარს ამ ტექნიკით მუშაობა.

 2015 წლის 2 აპრილს აუტიზმის საერთაშორისო დღეს ჩატარდა ანას პერსონალური გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იყო მისი 30-მდე ნამუშევარი. მისმა შემოქმედებამ საზოგადოების მხრიდან დიდი მოწონება დაიმსახურა. 2016 წლის დეკემბერში ჩატარდა მისი მეორე პერსონალური გამოფენა-გაყიდვა, სადაც წარმოდგენილი იყო აბრეშუმის მასალაში და  შერეული ტექნიკით შესრულებული ნამუშევრები, რომლებსაც დედის დახმარებით აკეთებს. ანა ძალიან ნიჭიერი გოგოა. მიუხედავად თავისი მდგომარეობისა იგი მაინც ცდილობს საზოგადოებასთან კომუნიკაციას თავისი შემოქმედების საშუალებით. იგი საკმაოდ ძლიერია პიროვნულად, უყვარს შრომა და რასაც აკეთებს ყოველთვის დიდი პასუხისმგებლობით ეპყრობა. ანამ ბოლო პერიოდში დაიწყო ხატვის საწყისების შესწავლა, აგება, კომპოზიცია, ჩრდილები და ასე შემდეგ. იმედი გვაქვს, რომ მის შემოქმედებაში გამოჩნდება თემატური ნახატები და საბოლოოდ  ჩამოყალიბდება როგორც პროფესიონალი მხატვარი და მრავალჯერ გაგვაოცებს თავისი ნიჭით.

ჩვენი მიზანია, რომ ანა გაიცნოს ფართო საზოადოებამ და გამოგვეხმაურონ ადამიანები რჩევებით, რეკომენდაციებით. ასევე ჩვენც გავუზიაროთ ჩვენი გამოცდილება მსგავსი ტიპის პრობლემების მქონე პირთა მშობლებსა და პედაგოგებს, რომ მივცეთ საშუალება მათ თავი იგრძნონ საზოგადოების ნაწილად და თავი ბედნიერად იგრძნონ.

თანამშრომლობა

ბანერის გაცვლითვის ან სხვა სახის თანამშრომლობისათვის გთხოვთ დაგვიკავშირდეთ საკონტაქტო გვერდზე მითითებული ინფორმაციის მიხედვით.

სლაიდშოუ
შემოწირულობა

ს.ს. "თიბისი ბანკის" რუსთაველის სც 1
საბანკო კოდი - TBCBGE22
მიმღების დასახელება - ანა ბეთლემიშვილი
ანგარიშსწორების ანგარიში - GE33TB7298045060600001

Facebook
საიტის შესახებ
ვებსაიტი არის საპრეზენტაციო ტიპის და გამიზნულია ანა ბეთლემიშვილის ნამუშევრების საზოგადოებისთვის გაცნობისათვის.
საიტის დიზაინი და პროგრამული კოდი მომზადებულია მიერ
ტელეფონი: 897 63 11 13
Facebook მისამართი:
facebook.com/vakhoberika...